ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია „დომინუსის“ მფლობელი, ბიზნესმენი გელა გურული დააკავა. როგორც „პირველ რადიოს“ უწყების პრესსამსახურმა განუცხადა, გურულის დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც თანხების მითვისებას გულისხმობს. გურულის დაკავებას წინ უძღოდა ტელეკომპანია TV3-ის სიუჟეტი, სადაც ბიზნესმენი მასზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდა. გურული ჰყვებოდა, რომ ის საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე დაიბარეს დაკითხვაზე , სადაც მოსთხოვეს, რომ გიორგი კაპანაძის იგივე რიჟას, რომელიც გიგი უგულავას საქმეში მთავარი მოწმეა და ილია კოკაიას წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩენილი გამოეტანა , წინააღმდეგ შემთხვევაში მას ციხეში დიდი ხნით მოუწევდა ჩაჯდომა.