პარლამენტისათვის საბიუჯეტო პროექტის წარდგენის წესში ცვლილებებია. საბიუჯეტო კოდექსში დაგეგმილი ცვლილბების თანახმად, ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვების დროს , პროექტის ძირითად პარამეტრებს ფინანსთა მინისტრი ან მისი მოადგილე წარადგენს, ხოლო ბიუჯეტის პროექტით სამინისტროებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამების, ქვეპროგრამების, ასევე მათი დაფინანსების თაობაზე ინფორმაციას წარადგენს შესაბამისი სამინისტროს მინისტრი ან მისი მოადგილე, ფინანსთა მინისტრთან ან მის მოადგილესთან ერთად.
საბიუჯეტო კოდექსში შესატანი ცვლილებები 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ერთვის თან, რომლის განხილვაც საპარლამენტო კომიტეტებში დღესაც გრძელდება.