მარტის შემდეგ დონეცკის ოლქში 21 ბავშვი დაიღუპა

მარტის შემდეგ დონეცკის ოლქში 21 ბავშვი დაიღუპა

მარტის შემდეგ მხოლოდ დონეცკის ოლქში 1 498 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 21 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში ეუთო-ს მონიტორინგის ჯგუფი ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, ამ დრომდე 20 ცხედარი იდენტიფიცირებული არ არის და გარდაცვლილთა იდენტიფიკაციის პროცესი წესების დაცვით ხორციელდება. 

გაერო-ს ბოლო მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში აპრილიდან მოყოლებული 6 ოქტომბრის ჩათვლით, სულ მცირე 3 660 ადამიანი დაიღუპა, 8 756 კი დაიჭრა. 

აღმოსავლეთ უკრაინაში, კვირის დასაწყისში განმეორებით გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. თუმცა, მიუხედავად შეთანხმებისა, უკრაინული მედიის ცნობით, "ბოევიკები" ყოველდღიურად ხსნიან ცეცხლს უკრაინის სამთავრობო ძალების მიმართულებით.