ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა სამინისტროს ბიუჯეტი მათი მოთხოვნების შესაბამისად ვერ გაეზრდება

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა სამინისტროს ბიუჯეტი მათი მოთხოვნების შესაბამისად ვერ გაეზრდება

ყველა სამინისტროს ბიუჯეტი მათი მოთხოვნების შესაბამისად ვერ გაეზრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. 
მისი თქმით, სამინისტროების მხრიდან მოთხოვნა შეადგენდა მილიარდ ლარზე მეტს, რისი საშუალებაც საქართველოს არ აქვს. 

"ბიუჯეტი გაიზარდა 280 მილიონი ლარით. ყველა სამინისტროს ვერ გაეზრდება ბიუჯეტი მათი მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან მათი მოთხოვნები იყო მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის და ბუნებრივია, საქართველოს ამის საშუალება არ აქვს, რომ მილიარდი ლარით დამატებით გავზარდოთ ჩვენი ბიუჯეტი. ჩვენ უნდა მოვიცადოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, ბიუჯეტი დაიგეგმა პრიორიტეტების მიხედვით. 

"ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტის სოციალური ნაწილი. მოგეხსენებათ, რომ ძალიან წარმატებული პროექტი არის, საყოველთაო დაზღვევა. ეს არის მთლიანობაში მუშა პროცესი, პარლამენტში ამის ძალიან აქტიური განხილვა მიდის და ჩვენ ერთი თვის თავზე გვექნება სრულყოფილთან მიახლოებული ბიუჯეტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.