შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე გუბისწალში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 3 დღის წინ დაიკარგა ქალბატონი და მისი სამძებრო სამუშაოები დაიწყო.
"სამძებრო სამუშაობის მიმდინარეობისას გამოვლინდა პირი, რომელმაც დაკარგული ქალბატონის მკვლელობა აღიარა და სამართალდამცველებს მიუთითა ის ადგილმდებარეობა, სადაც ცხედარი ეგულებოდა. მაშველების მიერ ცხედარი მდინარე გუბისწყლიდან იქნა ამოყვანილი", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.