მაშველებმა მდინარე გუბისწყლიდან ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა მდინარე გუბისწყლიდან ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა ხონი-წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვართან, მდინარე გუბისწყლიდან ცხედარი ამოიყვანეს. როგორც ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ნაპოვნია ქალის ცხედარი, თუმცა ჯერჯერობით არ კეთდება კომენტარი, იგი მოკლულია და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნითაა მდინარეში გადაგდებული თუ თვითმკვლელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. 
ამასთან, სამართალდამცველებს ადგილზე მამაკაცი ჰყავდათ დაკავებული და ხელბორკილდადებული, რაც სავარაუდოდ, ამ შემთხვევას უკავშირდება. 

სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ხონის რაიონში, სავარაუდოდ მკვლელობა იქნა ჩადენილი, რის შემდეგაც მამაკაცის ცხედარი მდინარე გუბისყალში გადააგდეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში მამაკაცის მკვლელობის ვერსია კატეგორიულად უარყვეს.