სოფელ ორსანტიაში ყაჩაღობა მოხდა

სოფელ ორსანტიაში ყაჩაღობა მოხდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში ყაჩაღობა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

არსებული ინფორმაციით, ვახო საჯაიას ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახის უფროსი და მისი მეუღლე სასტიკად არიან ნაცემები. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის საჯაიების ოჯახი სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება. 

შს სამინისტრომ "ინტერპრესნიუსს" ყაჩაღობის ფაქტი დაუდასტურა. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.