ესტონეთის პარლამენტმა ერთსქესიანთა კავშირის ლეგალიზება მოახდინა

ესტონეთის პარლამენტმა ერთსქესიანთა კავშირის ლეგალიზება მოახდინა

ესტონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტმა ერთსქესიანთა კავშირის ლეგალიზება მოახდინა. ესტონეთის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი თანაცხოვრებაზე , რომელიც ქორწინებაში არმყოფ წყვილებს, მათ შორის ერთსქესიან წყვილებს, ერთმანეთთან და მესამე პირთან ცხოვრების რეგისტრირების საშუალებას მისცემს. კანონს მხარი დაუჭირა 40-მა დაპუტატმა, წინააღმდეგი იყო 38 დეპუტატი.

არსებული ინფორმაციით, კანონი 2016 წლის 1 იანვარს შევა ძალაში.

ესტონური მედიის ინფორმაციით, პარლამენტის შენობის გარეთ აქცია მოაწყეს კანონის მოწინააღმდეგეებმა.