ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენთან შეთანხმების გარეშე, არც ერთი ქვეყნის სამხედრო შენაერთი არ უნდა იყოს

ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენთან შეთანხმების გარეშე, არც ერთი ქვეყნის სამხედრო შენაერთი არ უნდა იყოს

მთავრობის საერთო პოზიციაა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენთან შეთანხმების გარეშე არც ერთი უცხო სახელმწიფო სამხედრო შენაერთი არ უნდა იყოს განთავსებული , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა პრემიერ-მინისტრი ალასანიას და პეტრიაშვილს, რომ მთავარი უსაფრთხოების საფრთხე რეგიონში არის რუსეთი და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის რუსული ბაზების გაყვანა მთავარი წინაპირობაა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ალასანია და პეტრიაშვილი მთავრობის წევრები არიან.

"ალასანია და პეტრიაშვილი არიან მთავრობის წევრები. ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენთან შეთანხმების გარეშე არც ერთი უცხო ქვეყნის უცხო სახელმწიფო სამხედრო შენაერთი არ უნდა იყოს განთავსებული. ეს არის ჩვენი საერთო პოზიცია", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.