პედაგოგების ხელფასები 2015 და მომდევნო წლებში გაიზრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის მთავრობის დაპირება, რომელიც შესრულდება.
"ეს არის ბიუჯეტის პირველადი დოკუმენტი, რომელიც შეიცვლება. ის დანაპირები, რომელიც გვქონდა პედაგოგების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით შესრულდება 2015-2016-2017 წლებში. ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება. პარლამენტი მუშაობს ბიუჯეტზე. მთავრობა და პარლამენტი გამჭვირვალედ და შეთანხმებულად მუშაობენ, რომ მაქსიმალურად იყოს ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილლა.