ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე პარლამენტის კომიტეტებისათვის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების გაცნობას განაგრძობს.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, პენსიები გაიზრდება როგორც 2015 წელს, ისე 2016 წელს. კონკრეტული მოცულობა უახლოეს ორ თვეში გახდება ცნობილი.
„2015 და 2016 წლებში ასევე იგეგმება პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაზრდა. ფინანსთა სამინისტრო ამჟამად მუშაობს განათლების სამინისტროსთან ერთად აღნიშნულ საკითხზე და ბიუჯეტის პროექტის გადამუშავების პროცესში, ამ მიმართულებით თანხების მობილიზება მოხდება,“ - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.
მისი თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სხვა სამინისტროებთან ერთად, რომლებიც საბიუჯეტო თანხების გაზრდას ითხოვენ.