პუტინი დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ ძლიერ ტკივილს უჩივის

პუტინი დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ ძლიერ ტკივილს უჩივის

რუსეთის პრეზიდენტი დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ ტკივილს უჩივის. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ წერს. გამოცემის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა მის დაბადების დღეზე ბევრი იარა (ივარჯიშა) და დიდი დატვირთვის გამო მისი ფიზიკური მდგომარება დამძიმდა. „გუშინ წინ ვივარჯიშე, ვიარე თითქმის 10 კილომეტრი მთებში და ამ დრომდე ყველაფერი მტკივა“,-განაცხადა პუტინმა სპორტისა და ფიზიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე.

ვლადიმერ პუტინს დაბადების დღე 7 ოქტომბერს ჰქონდა. ის 62 წლის გახდა.