გენშტაბში სპეციალური ნატო-ს ჯგუფი იქნება, რომელიც ნატო-საქართველოს პაკეტის განხორციელებას კონტროლს გაუწევს

გენშტაბში სპეციალური ნატო-ს ჯგუფი იქნება, რომელიც ნატო-საქართველოს პაკეტის განხორციელებას კონტროლს გაუწევს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში იქნება სამხედრო მაღალჩინოსნებით დაკომპლექტებული სპეციალური ნატო-ს ჯგუფი , რომელიც კონტროლს გაუწევს ნატო-საქართველოს პაკეტის განხორციელებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა ნატო-საქართველოს საწვრთნელ ბაზასთან დაკავშირებით დეტალებზე ისაუბრა.

"ეს იქნება ორმხრივი ბაზა, ნატო-სა და საქართველოს ერთობლივი დაფუძნებული, სადაც წვრთნებს გაივლიან ნატო-ს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ადგილობრივ სამხედროებთან ერთად, ასევე პარტნიორი ქვეყნებიც. ამას გარდა სხვა ინიციატივებიც არის ნატო-საქართველოს ამ ერთობლივ პაკეტში, ისეთი, როგორიც არის ნატო-საქართველოს სამხედრო ინსტიტუციური სკოლის დაფუძნება, სადაც ასევე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები გაივლიან მომზადებას. ასევე ლოჯისტიკური ცენტრის დაარსება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საწვრთნელად ჩამოსული სამხედროებისთვის წვრთნების ჩატარებას და მიღებას, გაცილებას. ასევე ამ ყველაფრის განხორციელებისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში იქნება სპეციალური ნატო-ს ჯგუფი, სამხედრო მაღალჩინოსნებით დაკომპლექტებული, რომელიც გაუწვეს კონტროლს ამ პაკეტის განხორციელებას", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ნატო-ს უკვე გადაეცა ქართული მხარის ხედვა ამასთან დაკავშირებით და პაკეტის განხორციელებაზე ზრუნვა თავდაცვის მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე დაიწყება.