ზვიად ჯანყარაშვილის შენახვა ბიუჯეტს 130 603 ლარი დაუჯდა

ზვიად ჯანყარაშვილის შენახვა ბიუჯეტს 130 603 ლარი დაუჯდა

თამაზ თამაზაშვილის დის შვილის, ზვიად ჯანყარაშვილის შენახვა 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტს 130 603 ლარი დაუჯდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არ ყოფილა არც ერთი თვე როდესაც ზვიად ჯანყარაშვილს ხელფასი 10 000 ლარის ქვემოთ აეღოს.

"სულ, 1 წლის განმავლობაში თამაზ თამაზაშვილის დის შვილის შენახვა ბიუჯეტს დაუჯდა 130 603 ლარი. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი გარღვეულია, როდესაც იღებენ ძალიან ძვირ ვალს იმისთვის, რომ სოციალური ვალდებულებები შეასრულონ. საგულისხმოა კიდევ ერთი დეტალი, რომ ზვიად ჯანყარაშვილის ოჯახის ყველა წევრმა 2013 წლიდან მუშაობა დაიწყო საჯარო სამსახურში. ყველა ადამიანმა, ვინც ეძებს სამსახურს, უნდა იცოდეს, რომ სამსახურს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიიღებს, რადგან საქართველოს მმართავს თამაზაშვილ-ღარიბაშვილის კლანი და სამუშაო ადგილებიც და მაღალი ხელფასიც არის მათთვის", - განაცხადა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი მართავს "ქართულ ოცნებას".