პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის წარმომადგენლები სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ისმენენ. პროგრამას დეპუტატებს ეკონომიკის მინიტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი აცნობს.
როგორც უმრავლესობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა, ერთგვარი პრეზენტირება მოხდება თუ რა მიღწევები აქვს აღნიშნულ პროგრამას. მისივე თქმით, საინტერესოა ისიც, არის თუ არა რაიმე პრობლემა, რასაც გამოსწორება სჭირდება.