ზაქარეიშვილი რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში საკუთრების შეძენაზე შეზღუდვის მოხსნაზე კომენტარს აკეთებს

ზაქარეიშვილი რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში საკუთრების შეძენაზე შეზღუდვის მოხსნაზე კომენტარს აკეთებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვის მოხსნას ცალსახად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ პროცესად არ მიიჩნევს. პირიქით, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ გარკვეული ფაქტორები შეიძლება ჩვენს მიერ გამოყენებული იქნას.

"ერთია, რომ რუსეთის მოქალაქეები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები არიან, ამიტომ არ აძლევდნენ ხშირ შემთხვევაში საშუალებას უძრავი ქონების შეძენაზე. მეორე არის ის სახლები და ბინები, რომლებიც მიტოვებულია და რომლებიც დღემდე გაფორმებულია საქართველოს მოქალაქეებზე. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საუბარია ახლად აშენებულ სახლებზე. თუ ვინმე რუსეთის მოქალაქე ააშენებს ერთ, ან მრავალბინიან კორპუსს, იმ ბინებში შეიძლება რომ რუსეთის მოქალაქემ შეიძინოს საკუთრება. ეს პირდაპირ კავშირში არ არის მიტოვებულ სახლებთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, პროცესი არ არის ცალსახად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. მრავალი ფაქტორია, რომელიც წინააღმდეგ მუშაობს და შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენს მიერ, ამიტომ სჯობს დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება ვითარება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სრულიადაც არ არის აფხაზური საზოგადოებისთვის მისალოცი ამბავი იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეებს მეტი საშუალება ექნებათ შეიძინონ უძრავი ქონება აფხაზეთის ტერიტორიაზე და რუსეთის მოქალაქეები კი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები არიან", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.