საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველა გადაადგილებას აანალიზებს, რომნელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება.
ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ამით თავდაცვის მინისტრი კითხვას გამოეხმაურა, რომელიც დაღესტნის მონაკვეთზე რუსეთის მიერ გზის მშენებლობას ეხებოდა.
"საქართველოს შეიარაღებული ძალები აანალიზებს ყველა გადაადგილებას ინფრასტრუქტურულს თუ სამხედროს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, აქედან გამომდინარე, შესაბამის ოპერატიულ გეგმებს იმუშავებს", - განაცხადა ალასანიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, გამორიცხული არ არის შეჩერებული პროექტები განახლდეს, მათ შორის დაღესტნის მონაკვეთზე გზის მშენებლობა.