საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს იმ პაკეტზე, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო.
ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იმ კითხვის პასუხად განუცხადა, თუ როდის შეიძლება დაიწყოს საუბარი ნატო-ს საწვრთნელი ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ ვმუშაობთ ამ პაკეტზე. ამ პაკეტის ელემენტები ჯერჯერობით ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. ჩვენ ახლა ვართ დისკუსიაში იმის თაობაზე, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერი აქტივობა ამ მიმართულებით, რომელსაც ახორციელებს საქართველო, სწორედ ემსახურება რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას და გაზრდას.