ვანო კიღურაძე ფინანსთა სამინისტროს პედაგოგთა ხელფასებთან დაკავშირებთან საყვედურობს

ვანო კიღურაძე ფინანსთა სამინისტროს პედაგოგთა ხელფასებთან დაკავშირებთან საყვედურობს

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძე ფინანსთა სამინისტროს საყვედურობს, თუ რატომ არ არის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული პედაგოგთა ხელფასების ზრდა.

ვანო კიღურაძემ დღეს კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ პედაგოგებს ხელფასების ზრდას თავად პრემიერ-მინისტრი დაპირდა.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავების პროცესში ამ მიმართულებით თანხების მობილიზება მოხდება, თუმცა რა ოდენობით, მინისტრის მოადგილე ჯერ ვერ აკონკრეტებს.