საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ნატო-ს საწვრთნელ ბაზებთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩატარებულია და ორშაბათს უკვე ნატო-ს შტაბბინას გადაეგზავნა.
ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.
"იმ დღიდან დაიწყო პაკეტის იმპლემენტაციის მზადება, როდესაც ნატო-ს სამიტი დასრულდა. ჩვენი მხრიდან ყველა მოსამაზადებელი სამუშაო ჩატარდა და ორშაბათს გადაეგზავნა უკვე ნატო-ს შტაბბინაში. უახლოეს ერთ თვეში ჩვენ ველოდებით ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან თანხმობას, რის შემდეგაც ეს გეგმა საჯარო გახდება", - განაცხადა ალასანიამ.