აზერბაიჯანში მომხდარი ავტოავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "მერსედესის" მარკის სამგზავრო ავტობუსი ბაქოდან თბილისში მიემგზავრებოდა, რა დროსაც სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტობუსი დაიწვა.
trend.az-ის ინფორმაციით, რამდენიმე მგზავრი საავადმყოფოშია მოთავსებული, სამი მგზავრის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.
ავტოავარია ბაქოდან 370 კმ-ის მოშორებით, ქალაქ გიუკგელთან მოხდა.