ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
პეტრიაშვილის განმარტებით, არცერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოში თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით იქნება, რუსეთისთვის საფრთხის შემცველი არ არის.
„არცერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოში თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით იქნება, საფრთხეს არ უქმნის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოს, რუსეთს და არც მის წინააღმდეგ არის მიმართული. პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მონაწილეობა წვრთნა, ვარჯიში სწორედაც, რომ სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ არის მიმართული. რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას ნამდვილად შეუწყობდა ხელს საქართველოს, მოლდოვის ტერიტორიიდან რუსული ბაზების გაყვანა. ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყონებლივ გაყვანა უკრაინიდან. უმჯობესია, რუსეთის ხელისუფლებამ ამაზე იზრუნოს“, - განაცხადა პეტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შეშფოთებაა გამოთქმული.