თეა წულუკიანი - მჯერა იმ მოსამართლეების, რომლებიც სააკაშვილის თუ სხვების საქმეს განიხილავენ

თეა წულუკიანი - მჯერა იმ მოსამართლეების, რომლებიც სააკაშვილის თუ სხვების საქმეს განიხილავენ

მე მჯერა იმ მოსამართლეების, რომლებიც სასამართლო დარბაზში განიხილავენ სააკაშვილის თუ სხვების საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული განცხადებების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივი დევნა უნდა მოხდეს იქ, სადაც მტკიცებულებები არსებობს. 

"მე ვფიქრობ, ყოფილი მაღალჩინოსნების, შუა რგოლის მენეჯმენტის, რომელიც ყოფილ მთავრობას ემსახურებოდა, სამართლებრივი დევნა უნდა მოხდეს იქ, სადაც არსებობს მტკიცებულებები, ხოლო მოსამართლე არის დამოუკიდებელი. პროცესი არის გამჭვირვალე იმ რეფორმების წყალობით, რომელიც ჩვენმა მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მეთაურობით შარშან ჩაატარა და წელსაც მიმდინარეობს. მე მჯერა იმ მოსამართლეების, რომლებიც სასამართლო დარბაზში განიხილავენ სააკაშვილის თუ სხვების საქმეს. აქედან გამომდინარე, მე როგორც იუსტიციის მინისტრს არ შეიძლება მაწუხებდეს, რომ ამ ქვეყაში კანონის წინაშე ყველა თანაბარია, პირიქით", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.