ეკონომისტი და ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე ხელისუფლების მხრიდან საგარეო ვალის აღებას ეხმაურება. როგორც „პირველ რადიოს“ რომან გოცირიძემ განუცხადა, ორი წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ აიღო სამი მილიარდი ვალი და აქედან ნაწილი არის კერძო ბანკებიდან აღებული ვალები. გოცირიძის თქმით მთავრობა ამ ფორმით ცენტრში ჩაუდგა კომერციულ სექტორს და ამან გამოიწვია მაღალი პროცენტები.
„ორი წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტმა აიღო სამი მილიარდი ლარის ოდენობის ვალი. მიმდინარე ბიუჯეტში ვალი არის 1,6 მილიარდი, აქედან 600 მილიონი არის შიდა ვალი ანუ საქართველოს მთავრობამ 600 მილიონი ლარი ისესხა ქართული კომერციული ბანკებისგან. ხოლო ერთი მილიარდი ლარი ეს არის სესხი უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. წელსაც იგივე მეორდება. ერთი მილიარდი ლარის ოდენობის იქნება უცხოური წყაროებიდან ანუ საგარეო ვალით ბიუჯეტის დეფიციტი დაფინანსებული ხოლო შიდა ვალი 400 მილიონი ლარი ასევე იქნება აღებული კომერციული ბანკებიდან. გამოდის ასეთი აფსურდული სურათი, რომ მარტო ერთ წელიწადში საქართველოს მთავრობამ უნდა აიღო ერთი მილიარდი ლარის ოდენობის ვალი, როდესაც კომერციული ბანკების მთელი საკრედიტო დაბანდება არის 11 მილიარდი. ანუ მთელი სესხების 10% ამ ორ წელიწადში უნდა წაართვას ბანკებს მთავრობამ და უჯდება უკვე ცენტრში კომერციულ სექტორს და ამიტომაც არის მაღალი პროცენტები, რომელიც უნდა მიდიოდეს ბიზნესში ფატობრივად მიდის ბიუჯეტის დასაფინანსებლად“,-განაცხადა რომან გოცირიძემ „პირველ რადიოსთან“
264
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85