საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს, იულია ბლეზიუს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, შეხვედრისას მაია ფანჯიკიძემ მადლიერებით აღნიშნა გავლენიანი გერმანული ფონდის აქტიური საქმიანობა საქართველოში.
იულია ბლეზიუსმა ისაუბრა ფონდის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე. ყურადღება დაეთმო ფონდის საქართველოში მოღვაწეობის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" წარმომადგენელს სამომავლო საქმიანობაში.