საბიუჯეტო შემოსულობების გარკვეული ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებში დარჩება, რისი განხორციელებაც 2018 წლიდან იგეგმება.
ამას საბიუჯეტო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს ერთვის თან.
კერძოდ, 2018 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში მიიმართება: საშემოსავლო გადასახადი მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან; არარეზიდენტი პირების საშემოსავლო გადასახადი (გარდა ქონების რეალიზაციიდან მიღებული
შემოსავლებისა); საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტიდან; საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირისათვის ქონების ჩუქებიდან; საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების მემკვიდრეობით მიღებიდან; საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან.
ფინანასთა სამინისტროს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, საშემოსავლო გადასახადის ზემოაღნიშნული სახეებიდან მიღებული შემოსულობები მშპ-ის დაახლოებით 1%-ის ფარგლებში მერყეობს.