“მე არ მინახავს ინტერვიუ, ასე რომ, ვერ გავაკეთებ კომენტარს

“მე არ მინახავს ინტერვიუ, ასე რომ, ვერ გავაკეთებ კომენტარს

მთავრობის მეთაურს პრეზიდენტის ინტერვიუსთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ინტერვიუ არ უნახავს და ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

“მე არ მინახავს ინტერვიუ, ასე რომ, ვერ გავაკეთებ კომენტარს. მაგრამ მე გეტყვით, ზოგადად, ის კითხვები, რაც არსებობდა და რაზეც იყო საუბარი, ამაზე ჩვენ ერთხელ უკვე გავეცით პასუხი. მე არ ვაპირებ, რომ ხელმეორედ სალაპარაკო გავხადო. თქვენ, ჟურნალისტები, ხშირად არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებთ ხოლმე და მე არ მინდა, რომ თქვენზე დაყრდნობით გავაკეთო კომენტარი. მე არ მინახავს  ინტერვიუ, მას შემდეგ რაც წავიკითხავ და თუ ჩავთვლი საჭიროდ, გავაკეთებ კომენტარს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა "ფორბსთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე, მისი და მთავრობის წევრების დამოკიდებულებასა და პოლიტიკური ოპონენტების დაკავებებზე ისაუბრა.