პრემიერ-მინისტრი მერიაში სახელფასო დანამატების გაცემის საკითხს გამოეხმაურა

პრემიერ-მინისტრი მერიაში სახელფასო დანამატების გაცემის საკითხს გამოეხმაურა

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დავით ნარმანია ყველაფერს ღიად და გამჭვირვალედ აკეთებს.

ამასთან, პრემიერმა ჟურნალისტებს ურჩია, ამ თემაზე კითხვით თბილისის მერს მიმართონ. 

დავით ნარმანიას ბრძანებულების მიხედვით, თბილისის მერიის აპარატის მაღალჩინოსნებს, 2014 წლის სექტემბრიდან ხელფასზე დანამატი ერიცხებათ.