თუ ივანიშვილი პრეზიდენტის მიმართ „მოლბება“, „მოლბება“ მთელი მთავრობა!

თუ ივანიშვილი პრეზიდენტის მიმართ „მოლბება“, „მოლბება“ მთელი მთავრობა!

გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე საუბრობენ.

უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„ერთადერთი, რაც განაპირობებს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს შორის ურთიერთობას, მარგველაშვილისადმი ივანიშვილის დამოკიდებულებაა იმის გამო, რომ ივანიშვილს პრეზიდენტთან ცუდი დამოკიდებულება აქვს და ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზითაა გამოწვეული, რომ მარგველაშვილმა არ დაუჯერა მას და შევიდა პრეზიდენტის სასახლეში. ამის გამო მთელი უმრავლესობა და მთავრობა პრეზიდენტის წინააღმდეგაა დარაზმული. თუ ივანიშვილი პრეზიდენტის მიმართ „მოლბება", მოლბება მთელი მთავრობა და ისინი ხელახლა დაუმეგობრდებიან მარგველაშვილს", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ  ჯაფარიძემ.