საქართველოს დროით 14:56 საათზე მთვარის დაბნელებაა. კოსმოსურ მოვლენას NASA-ს ოფიციალური საიტი ონლაინ-რეჟიმში აჩვენებს. დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის დაბნელება დაახლოებით საათ-ნახევარს გასტანს.
„რეპორტიორი" მთვარის დაბნელებასთან დაკავშირებით ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის რჩევებს გთავაზობთ:
„გამოიჩინეთ გულისხმიერება და მშვიდად გაატარეთ ეს დღე. ეცადეთ, გარეთ ზედმეტად არ იაროთ, ეს განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალებს ეხება. მთვარის დაბნელების დროს მოერიდეთ: მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას, მთვარის დაბნელების მომენტში საჭმლის მომზადებას (14:56 სთ.ზე იქნება მთვარის დაბნელება); არ უყუროთ მთვარის დაბნელების პროცესს, თუ ეს ჩანს თქვენი სახლიდან (საქართველოში არ გამოჩნდება), არ გახვიდეთ გარეთ მთვარის დაბნელების საათებში, არ დაკავდეთ სექსით ამ დღეს, რადგან შესაძლოა, ბავშვის ჩასახვა მოხდეს ამ დროს და მთვარის დაბნელების დროს ჩასახული ბავშვი პრობლემებით იცხოვრებს შემდგომში; კარგი იქნება, თუ მთვარის დაბნელების დროს იმარხულებთ (კვება არ არის რეკომენდებული მზის დაბნელებამდე 12 საათის განმავლობაში და მთვარის დაბნელებამდე 9 საათის განმავლობაში და თვითონ დაბნელების პროცესის დროსაც შეეცადეთ, არ შეჭამოთ საჭმელი), მთვარის დაბნელების დღეს გარეთ არ ჭამოთ საჭმელი; საჭმელი, რომელიც დაბნელებამდე იყო მომზადებული, დაბნელების შემდეგ უვარგისია; დაბნელების შემდეგ ილოცეთ; კარგია ნაკურთხი წყლის გადავლება და საკურთხის გაცემა უმწეოებზე; ფეხმძიმეებს მკაცრად ეკრძალებათ დაბნელების დროს გარეთ გასვლა (შესაძლოა, ნაყოფი დაზიანდეს). არ ვარგა თმის შეჭრა, ფრჩხილების გაკეთება და, საერთოდ, ნებისმიერი მჩხველტავი და მჭრელი ნივთების გამოყენება", - აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.