აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შეიქმნება ახალი ნომინაცია და დაჯილდოვდება თბილისზე მზრუნველი ადამიანი.
ამასთან, როგორც ნარმანიამ განაცხადა, წლევანდელ თბილისობაზე დღესასწაული მთელი ქალაქის მასშტაბით გაიმართება.
„წლევანდელი თბილისობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით იქნება წინა დღესასწაულებისგან განსხვავებული. მინდა აღვნიშნო, რომ ეს იქნება ყველა ასაკის და კატეგორიის ადამიანისთვის განკუთვნილი. წელს, ჩვენ, პირველად შემოგვაქვს ნომინაცია - თბილისზე მზრუნველი და დაჯილდოვდებიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ დედაქალაქის განვითარებაში. პარალელურად, დასახელდებიან საპატიო თბილისელები. ამაზე მუშაობს სპეციალური კომისია. თბილისობის დღესასწაულზე, ტრადიციულად, ჩატარდება ღვინის ფესტივალი. აქვე მინდა დავამატო, რომ წლევანდელ თბილისობაზე აქტივობები მთელი ქალაქის მასშტაბით იქნება“, - განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მთავრობის სხდომაზე 7 წესრიგს განიხილავენ.