ჯონ ბასი თურქეთში აშშ-ის ელჩად დაინიშნა

ჯონ ბასი თურქეთში აშშ-ის ელჩად დაინიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი თურქეთში ელჩად დაინიშნა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯონ ბასი თურქეთში ელჩად  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ წარადგინა. 

ჯონ ბასმა დიპლომატიური კარიერა 1988 წელს დაიწყო, 2009-2012 წლებში ის საქართველოში აშშ-ის ელჩი იყო, 2004-2005 წლებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის სპეციალური მრჩეველი   ევროპასა და ევრაზიაში. 

თურქეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასმა როს უილსონი შეცვალა.