დედოფლისწყაროში 14 წლის გოგონა გააუპატიურეს

დედოფლისწყაროში 14 წლის გოგონა გააუპატიურეს

დედოფლისწყაროში ეთნიკურად აზერბაიჯანელი 14 წლის გოგონა საკუთარმა დეიდაშვილმა ჯერ გაიტაცა, შემდეგ კი გააუპატიურა. 

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ნათესავმა ცოლად მოყვანის მიზნით წაიყვანა. როგორც გოგონას მამა ყვება, 6 შეიარაღებული მამაკაცი არასრულწლოვანის საძინებელში შეიჭრა და ძალის გამოყენებით გაიტაცა.

გატაცებულის კვალს პოლიციამ რამდენიმე დღის შემდეგ მიაგნო. პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანს ძალადობის კვალი აღენიშნება.

ამ დროისთვის დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. დაზარალებულის ოაჯხი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის აღებით იმუქრებიან.
დანაშაული 7 დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.