"ჩემი ვერ დაბადებული 9 კვირის შვილის მკვლელი ხარ, რამაზ ნოზაძე" - ლუკა კურტანიძის მეუღლემ ბავშვი დაკარგა

ლუკა კურტანიძის მეუღლე, ხათუნა მაქაცაძე Facebook-ზე დრამატულ ამბავს ყვება. როგორც ირკვევა, ლუკა კურტანიძის მეუღლეს მუცელი მოეშალა.

ხათუნა მაქაცაძე წერს, რომ ამის მიზეზი ლუკა კურტანიძის მიმართ წამოსული ნეგატიური მუხტია. ამასთან, მაქაცაძე მომხდარში რამაზ ნოზაძეს, არჩილ ქიტიაშვილსა და დავით მოძმანაშვილს ადანაშაულებს. 

"20 წუთია რაც ექიმიდან გამოვედი... ჩემი პირადით არასოდეს შემიწუხებია საზოგადოება. არც ყვითელ პრეს-კამერებთან დამიწყია ოდესმე პოზირება. ახლა კი ყველას გასაგონად და ხმამაღლა მინდა ვთქვა, - მაპატიე შვილო. მაპატიე დედი, რომ არ მოგიფრთხილდი... ექიმის რჩევა, წოლითი რეჟიმი და სიმშვიდე შემენარჩუნებია, ვერ გავითვალისწინე. ვერ 

შევძელი ლუკას, ჩემი სიცოცხლის მეორე ნახევრის გარშემო ატეხილი უსამართლო პროცესებისთვის მშვიდად მესმინა...

სანამ ჩვენს პირად ცხოვრებას შეეხებოდნენ, მანამდე კიდევ მქონდა იმედი, რომ საკუთარ სახელსა და ჯიბეზე მომართული ადამიანები თავის თავში მოძებნიდნენ ძალას, რომ პირადი კეთილდღეობაზე მაღლა ქვეყნისა და ერის სიყვარული დაეყენებიათ...

ადამიანობას მოკლებული, გარეწარი და ჩემი ვერ დაბადებული 9 კვირის შვილის მკვლელი ხარ შენ რამაზ ნოზაძე, არჩილ ქიტიაშვილო, დავით მოძმანაშვილო...", - წერს ხათუნა მაქაცაძე.