გამოცემა “The Sun”-ის ინფორმაციით, ცნობილი ამერიკული როკ ჯგუფი “Mottley Crue” უახლოეს მომავალში წამყვანი ვოკალისტის გარეშე დარჩება. ვინს ნილმა რამდენიმე დღის წინ პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ჯგუფის დატოვების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
მომავალი წლის 3-18 თებერვალს, ლოს-ანჯელესის “Hard Rock Hotel”-ში “Mottley Crue” რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს. ამ ღონისძიების შემდეგ მუსიკოსი ჯგუფის წევრებს საბოლოოდ გამოემშვიდობება.
საინტერესოა რომ ვინს ნილმა ჯგუფი ერთხელ, ჯერ კიდევ 1992 წელს დატოვა, მაგრამ 1997 წელს უკან დაბრუნდა.
ჯგუფი “Mottley Crue” 1981 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესში ჩამოყალიბდა. მის თავდაპირველ შემადგენლობაში იყვნენ ბას-გიტარისტი ნიკი სიქსი, მედოლე ტომი ლი, გიტარისტი მიკ მარსი და ვოკალისტი ვინს ნილი.
ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფს ცხრა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. პირველი “Too Fast For Love” 1981 წელს გამოვიდა, ჯერჯერობით უკანასკნელმა “The Saints of Los Angeles” დღის სინათლე 2008 წელს იხილა.
ჯგუფს არსებობის პერიოდში 80 მილიონი დისკი აქვს გაყიდული.