აღნიშნული შუამდგომლობა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა. პროკურატურა დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
ბრალდების მხარის განცხადებით, რეზოლუცია არის სარეკომენდაციო ხასიათის, მას ჰყავს კონკრეტული ადრესატი ხელისუფლების სახით, მოსამართლეს კი სჭირდება ფაქტი. შესაბამისად, აღნიშნული რეზოლუცია საქმეს მტკიცებულებად არ უნდა დაერთოს. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რეზოლუციის მტკიცებულებად ჩადებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე შემდეგი პროცესი 13 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება. პროცესზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგება.