ორი დღის წინ გამოცემამ “Stereogum” გამოაქვეყნა იმ ალბომების ჩამონათვალი, რომლებსაც მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, 2012 წელს განსაკუთრებული წარმატება ელოდებათ.
მომავალი წლის იანვარში დღის სინათლეს იხილავს ახალგაზრდა მომღერალი ლანა დელ რეის სტუდიური ჩანაწერი “Born to Die”. იმავე თვეს მუსიკის თაყვანისმცემლები მიიღებენ ლეონარდო კოენის ალბომს “Old Ideas” და დუეტი “The Big Pink”-ის ნამუშევარს “Future This”.
თებერვალში ყურადღება შემდეგ ალბომებს უნდს მივაქციოთ: დუეტი “Air”-ის “Le Vouage Dans La Lune”, ნიკი მინაჟის ჩანაწერს “Pink Friday: Roman Reloaded”, მარკ ლანეგანის ნაშრომს “Blues Funeral” და ჯგუფი “Of Montreal”-ის დისკს “Paralytic Stalk”.
მარტში დაგეგმილია მადონას ახალი ალბომის გამოშვება. მუსიკალური კრიტიკოსები გვირჩევენ არ გამოვტოვოთ ენდრიუ ბერდის ჩანაწერი “Break It Yorself”, “The Shins ”-ის ალბომი “Port Of Morrow” და ჯგუფი “The Spiritualized”-ის ახალი სტუდიური ნაშრომი “Sweet Heart Sweet Light”.
გამოცემის თანამშრომლები რეკომენდაციას გვაძლევენ რომ მომავალ წელს ყურადღება მივაქციოთ მორისის, ჯანელ მონეს, რუფუს უეინრაიტისა და ჯგუფების “Garbage”, “No Doubt”, “Soundgarden”, “Mazzy Star”, “School of Seven Bells, “Fleetwood Mac”, “Cat Power”, “Animal Collective” , “Grizzly Bear”-ისა და “The XX”-ის ახალ ჩანაწერებს.
902
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85