რალფ მაკდონალდი გარდაიცვალა

რალფ მაკდონალდი გარდაიცვალა


რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პერკუსიონისტი რალფ მაკდონალდი. 67 წლის მაკდონალდის სიკვდილის მიზეზი ფილტვის კიბო აღმოჩნდა.

რალფ მაკდონალდი თავის დროზე არაერთი ცნობილი მუსიკოსის გვერდით მუშაობდა. მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული დევიდ ბოუის, პოლ საიმონის, სტივ უანდერის, არეტა ფრანკლინის, ბილი ჯოელისა და ემი ვაინჰაუსის ალბომების ჩაწერაში.

ის გახლავთ ავტორი პოპულარული კომპოზიციებისა “Where Is The Love?” და “Just The Two Of Us”. პირველს მომღერლები დონი ჰეთეუეი და რობერტა ფლაკი ასრულებდნენ, მეორეს კი ბილი უიზერი.

1978 წელს რალფ მაკდონალდმა “გრემის” ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. კომპოზიცია “Calypso Breakdown”-მა მუსიკოსს დიდი აღიარება მოუტანა. ის დასახელდა “წლის საუკეთესო პროდიუსერად” და “საუკეთესო კომპოზიციის ავტორად”.