გიორგი მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში გაემგზავრა

გიორგი მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში გაემგზავრა

29 სექტემბერს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია გიორგი მღებრიშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ნიდერლანდების სამეფოს იუსტიციისა და უსაფრთხოების სახელმწიფო მდივანთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და დაცვის საბჭოს ხელმძღვანელთან და ნიდერლანდების სამეფოს სახალხო დამცველთან.

3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს დელეგაცია  რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებას მოინახულებს და პენიტენციური სისტემის მართვის ნიდერლანდურ გამოცდილებას გაეცნობა.

 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის მიზანს ორმხრივი ურთიერთობების დამყარება და მოწინავე  ევროპული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.