ეროსი კიწმარიშვილის ძმამ პროკურატურაში შესაბამისი განცხადება უკვე შეიტანა. კიწმარიშვილის სურს, რომ ძმის საქმეში დაზარალებულად ცნონ, რის შემდეგაც მას მასალების გამოთხოვის საშუალება ექნება.
ამასთან, როგორც კიწმარიშვილების ადვოკატები აცხადებენ, მასალაში ბევრი ახალი დეტალი იკვეთება, რის გამოც მათ საქმის დეტალურად გაცნობა სურთ.
პროკურატურამ მხარეს პასუხი სამი დღის ვადაში უნდა აცნობოს.