ფოთის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა დასრულდა

ფოთის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა დასრულდა

ფოთის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა დასრულდა, რომელსაც შტაბის ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობდა. ჯანელიძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. მისი განცხადებით, ფოთში ვითარება მშვიდია, გარკვეული შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა მალევე აღმოიფხვრება.

"ინტერპრესნიუსთან" საუბარში მინდია ჯანელიძემ აღნიშნა რომ, ფოთში დატბორვა არ ყოფილა, საღამოს კი შტორმია მოსალოდნელი. მინდია ჯანელიძის თქმით, გართულებები გურიის რეგიონშია.