გურიაში ათეულობით სახლი დაიტბორა

გურიაში ათეულობით სახლი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში ათეულობით სახლი დაიტბორა. როგორც გურიიდან "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება , დატბორილია სახლები ჩოხატაურში, ოზურგეთსა და ლანჩხუთში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე სოფელ ნატანებში იმყოფება. სავარაუდოდ, ერთ-ერთ უბანში წყალმა ხიდი წაიღო. გურიის რამდენიმე სოფელში ხიდები დაზიანდა.
წყალდიდობის გამო, გადაკეტილია ოზურგეთის მთავარი შესასვლელი. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.