დუისში ძმამ და ცივი იარაღით დაჭრა

დუისში ძმამ და ცივი იარაღით დაჭრა

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ძმამ საკუთარი და ცივი იარაღით დაჭრა. 33 წლის რუსუდან ხანგოშვილს 7 ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. 

დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ახმეტის საავადმყოფოში ჩაუტარდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მოგვიანებით ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივების თქმით, ინციდენტი და- ძმას შორის ურთიერთშელაპარაკებას მოყვა. 

ეჭვმიტანილი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ფსიქიკური პრობლემები აქვს, პოლიციამ დააკავა.