ჩაქვში ავარიას 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ჩაქვში ავარიას 25 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ჩაქვის ცენტრში ავარიის შედეგად 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის მსუბუქი მანქანა ჩაქვში ბორდიულს შეეჯახა , რის შედეგადაც 1989 წელს დაბადებული ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის და კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები.