პეტრო პოროშენკო - ბოლო პერიოდში ტერორისტების ტყვეობიდან 1000-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა

პეტრო პოროშენკო - ბოლო პერიოდში ტერორისტების ტყვეობიდან 1000-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან ტერორისტების ტყვეობიდან ათასზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა. 

"ჩვენ ასევე შევძელით თავდაცვის საიმედო ხაზის გავლება. დღეს უკვე შეგვიძლია უზრუნველვყოთ ჩვენი ქალაქების, სოფლებისა და რაიონების უსაფრთხოება", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ. 
მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მიეცა მარიუპოლის უსაფრთხოებასა და თავდაცვას. 

"მარიუპოლი იყო და არის უკრაინული", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ. 

უკრაინული მედიის ცნობით, გუშინ ტერორისტთა ტყვეობიდან 30 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა.