რამდენიმე დღის წინ პოპულარულმა ბრიტანულმა როკ ჯგუფმა “Manic Street Preaches”-მა ლონდონის O2-ის დარბაზში საიუბილეო კონცერტი ჩაატარა. მიმდინარე წელს ჯგუფს დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა.
ამ ღონისძიებაზე მუსიკოსებმა 38 კომპოზიცია შეასრულეს.
კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმაც. მაყურებელმა სცენაზე ჯგუფი “super Durry Animals”-ის ლიდერი გრაფ რისი და “Cardigans”-ის ვოკალისტი ნინა პერსონი იხილეს.
როკ ჯგუფი “Manic Street Preaches” უელსის მეშახტეთა პატარა დასახლება ბლეკვუდში 1986 წელს ჩამოყალიბდა. მას თავდაპირველად “Betty Blue” ეწოდებოდა.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ჯეიმს დინ ბრედფილდი, ნიკი უარი და შონ მური.
თავდაპირველად ჯგუფის წევრები პანკ როკით იყვნენ გატაცებულები, შემდეგ გემოვნება შეეცვალათ და კლასიკურ როკზე გადავიდნენ.
მუსიკალური კარიერის განმავლობაში “Manic Street Preaches”-ს ათი ალბომი აქვს ჩაწერილი.
პირველი “Generation Terrorist” მსმენელმა 1992 წელს მიიღო, ბოლო სტუდიური ნამუშევარი “Postcards from a Young Man” გაყიდვაში 2010 წლის გაზაფხულზე გამოვიდა.
ამჟამად უელსური ჯგუფის წევრები ორწლიან შემოქმედებით შვებულებაში იმყოფებიან.