დიმიტრი ტიმჩუკი - ტერორისტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი

დიმიტრი ტიმჩუკი - ტერორისტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი

უკრაინის აღმოსავლეთით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, "ბოევიკები" საბრძოლო მოქმედებებს აგრძელებენ. უკრაინის სამხედრო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ტერორისტებმა სულ მცირე 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებისა და ბლოკპოსტების მიმართულებით. 

მისივე თქმით, ცეცხლის გახსნის გარდა, ტერორისტებმა არაერთხელ სცადეს შტურმის მიტანა დონეცკის ტერიტორიაზე, რომელსაც ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები აკონრტროლებენ. 

უკრაინული მედიის ცნობით, სროლები ისმოდა დასახლებულ პუნქტებში, თუმცა ამ დროისთვის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.