ბარაქ ობამა - აშშ-მ სათანადოდ ვერ შეაფასა

ბარაქ ობამა - აშშ-მ სათანადოდ ვერ შეაფასა "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან მოსალოდნელი საფრთხე

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, აშშ-მ სათანადოდ ვერ შეაფასა სირიაში მოქმედი "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან მოსალოდნელი საფრთხე. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. 

როგორც ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა "60 წუთში" ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ერაყში "ალ ქაიდა" აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სუნიტ ტომებთან თანამშრომლობით დაამარცხეს.

მისივე თქმით, სირია ეპიცენტრი გახდა ისლამისტი მეამბოხეებისთვის, რომელთაც ისარგებლეს ქვეყანაში სამოქალაქო ომით გამოწვეული ქაოსით. ობამას განცხადებით, ეს პრობლემა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური გზითაც უნდა გადაიჭრა. 

"მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ სამხედრო გზა ამ პრობლემის მოგვარების ერთი ნაწილი იქნება. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ისინი, უკან დაიხიონ, დააბრუნონ დაკავებული ტერიტორიები, მოგვიწევს მათი ცენტრების, შეიარაღების განადგურება. ასევე უნდა აღვკვეთოთ მათი დაფინანსება და უცხოეთიდან მებრძოლთა ნაკადი", - განაცხადა ბარაქ ობამამ.