მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ცოცხალი ლეგენდა მაია პლისეცკაია და მისი მეუღლე, კომპოზიტორი როდიონ შედრინი მახათას მთაზე , ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას.
მაია პლისეცკაია თბილისში ფონდ "იავნანას" მოწვევით იმყოფებოდა. მან მახათას მთაზე მშენებარე ტაძარიც მოინახულა, სადაც მასპინძლობას პაატა ბურჭულაძე უწევდა.
"ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს მთელი საქართველო და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევითა და თანაბარი შემოწირულობით ვაშენებთ. მშენებლობაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამიერიდან ტაძრის აღმშენებელთა რიცხვს მაია პლისეცკაიას და როდიონ შედრინის სახელებიც მიემატა", - აცხადებენ ფონდში "იავნანა".
გარდა ამისა, ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ლატვიის ელჩმა ელიტა გაველმაც, რომელიც მშენებლობას დღეს მოინახულებს და აღმშენებელთა რიგებში გაწევრიანდება.