სტიქიის პრევენციის საკითხზე ქუთაისში საგანგებო თათბირი გაიმართა

სტიქიის პრევენციის საკითხზე ქუთაისში საგანგებო თათბირი გაიმართა

სტიქიის პრევენციის საკითხთან დაკავშირებით, ქუთაისში გზების დეპარტამენტის ოფისში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რეგიონული განვითარების მინისტრი, გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ. 

მთავრობის წევრებმა შეხვედრაზე ის მოსალოდნელი საფრთხეები განიხილეს, რომელიც შეიძლება ამაღამ ამინდის გაუარესებას მოჰყვეს. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, უხვი ნალექის პირობებში შესაძლოა რამდენიმე მდინარე ადიდდეს, რამაც შეიძლება გარკვეული პრობლემებიც შექმნას. იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვლის განცხადებით, რეგიონი მზად არის მიიღოს სტუმრები, თუ ზღვისპირა ქალაქებიდან ხალხის ევაკუაცია გახდება საჭირო.